სამართლებრივი
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ Mark4-ის სერვისით სარგებლობის პირობები.
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და მარკ4-ს შორის დადებულ ორმხრივად მავალდებულებელ შეთანხმებას და არეგულირებს კლიენტის მიერ ვებგვერდის გამოყენებას. მარკ4-ის ვებგვერდი არის საინფორმაციო და მომხმარებლებს აჩვენებს კომპანიის შესაძლებლობებს, მომსახურებებსა და საქმიანობას, შესაბამისად, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას და არ წარმოადგენს ავტომატურ შეთავაზებას მომსახურების შეძენის ან ხელშეკრულების დადების შესახებ. მარკ4-ის ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე ელექტრონული ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დებულებებს.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ავსებს რამდენიმე ველს:
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხმარებელი პროფილის რეგისტრაციისას და შეკვეთის განთავსებისას ავსებს შემდეგ ინფორმაციას: პირად ნომერსა და საკონტაქტო მონაცემებს; პაროლი - ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისთვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით; პაროლის აღდგენის პროცესში მომხმარებელს შეჰყავს ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას; მობილური ტელეფონის ნომერი - ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვებგვერდზე გარკვეული ფუნქციონალის გამოყენებისას დაგვჭირდება SMS კოდებით მომხმარებლის ანგარიშის ვალიდაცია. SMS კოდების გასაგზავნად გამოვიყენებთ SMS Office სერვისს; მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტისა და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის / მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
© 2026 Mark4. All rights reserved.